ჯენარო გატუზო: "მილანში" დარჩენა მინდა, მაგრამ...

იტალიის სერია A-ს 37-ე ტურში "მილანმა" "ფროზინონეს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. 

მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი "როსონერის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ გააკეთა. 

"ძალიან მძიმე მატჩი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ "ფროზინონე" უკვე გავარდნილი იყო, გუნდმა დიდი პრობლემები შეგვიქმნა. 

მადლობა ჯანლჯიჯი დონარუმას, რომ ზედმეტი პრობლემები თავიდან მოგვაცილა. 

ახლა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის საკითხი ჩვენზე აღარაა დამოკიდებული. ჩვენს ყველაფერს ვიზამთ, მაგრამ შანსი რა თქმა უნდა, მცირეა. მინდა, რომ მომავალ სეზონშიც "მილანის" მწვრთნელი ვიყო", - ამბობს გატუზო. 

მილანი ჯენარო გატუზო

მსგავსი პოსტები

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება

ამას არავინ მოელოდა - უდიდესი სენსაცია, იანვარში თითქმის შეუძლებელი ტრანსფერი რეალური ხდება