მესი: "ლივერპულთან" მატჩის წინ ეს საშინელებმა მოხდა და ამიტომაც დავმარცხდით

"ბარსელონას" ლიდერმა ლიონელ მესიმ კლუბის მიმდინარე სეზონზე ისაუბრა და შედეგები შეაჯამა. 

"თუ არ ჩავთვლით ჩემპიონთა ლიგაზე განცდილ მორიგ კრახს, ვიტყოდი, რომ შესანიშნავი სეზონი გამოვიდა. 

ლა ლიგის ტიტულის მოპოვება ყოველწლიურად უფრო რთული ხდება, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ და ეს სანუკვარი ტიტული სეზონის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე გავიფორმეთ. 

წინ პრიმერა ბოლო მატჩი და ესპანეთის თასის ფინალი გველის, რომელიც სრული კონცენტრაციით უნდა ჩავატაროთ და ორივე მათგანში აუცილებლად გავიმარჯვოთ. 

რამ გამოიწვია ლიგაზე მორიგი კრახი? ვაღიარებ, რომ გუნდში ყველა თვითდაჯერებული და დარწმუნებული იყო, რომ ფინალის საგზური ჩვენ დაგვრჩებოდა. 

ეს ნამდვილი საშინელებაა... ნებისმიერ ანგარიშზე ისე უნდა ითამაშო, თითქოს მატჩის ბედს 1 ბურთი წყვეტდეს და ამის შემდეგ შედეგიც აუცილებლად მოვა", - ამბობს მესი. 

ბარსელონა ლიონელ მესი ლივერპული

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

უდიდესი სკანდალი - ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის გამარჯვებული უკვე ცნობილია