ალეგრი: კლუბმა გადაწყვიტა, რომ ჯობდა თანამდეობა დამეტოვებინა

ტურინის "იუვენტუსიდან" გათავისუფლების შემდეგ კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გააკეთა. 

"მინდა, რომ კლუბს, გულშემატკივრებს, სტაფსა და ფეხბურთელებს ამ 5 წლისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. 

ვტოვებ გუნდს, რომელიც იტალიაში მუდამ გამარჯვებული იყო. ჩვენ ერთად არაერთი ტიტული მოვიგეთ, თუმცა მთავარს, ჩემპიონთა ლიგის თასს ვერ შევწვდით. 

კლუბის ხელმძღვანელობას ვესაუბრე და გადავწყვიტეთ, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ კლუბს ახლა დავტოვებდი. 

პრეზიდენტ ანიელისთან, პარატიჩისთან და პაველ ნედვედთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაკავშირებს და ნაწყენი არავისზე ვრჩები", - ამბობს ალეგრი.

ტურინის იუვენტუსი მასიმილიანო ალეგრი

მსგავსი პოსტები

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა

კრიშტიანო რონალდო: პირობას ვდებ, კარიერას ამ გუნდში დავასრულებ

მოულოდნელი ამბავი - რონალდო "იუვენტუსიდან" მიდის და მისი ახალი გუნდიც ცნობილია