საქართველოს ნაკრების ყოფილი ფებხურთელი: აქამდე არასდროს მითქვამს, როგორ დამსაჯეს ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო და როგორ დაასრულეს ჩემი საფეხბურთო კარიერა

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლევან ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ის ჰყვება თუ როგორ ხდებოდა მასზე ზეწოლა და როგორ დაასრულებინეს საფებხურთო კარიერა.

"მინდა გამოვეხმაურო მოვლენებს, რომელიც ქვეყანაში ვითარდება და ასევე უახლეს წარსულს, რომელშიც უიმედოდ ყველანი ერთად ვცხოვრობდით.

ასე ღიად არასდროს არ გამომიხატავს ჩემი აზრი, მაგრამ დღეს ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვანი არჩევნის წინაშეა.

ამიტომ, გადავწყვიტე მესაუბრა ფაქტებზე, რაც აქამდე საჯაროდ არასდროს მითქვამს. არ მითქვამს იმ ზეწოლის შესახებ, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს განვიცდიდი, არ მითქვამს როგორ დამსაჯეს ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო და როგორ დაასრულეს ჩემი საფეხბურთო კარიერა.

ალბათ, ხვდებით რას ნიშნავს სპორტსმენისთვის ფეხბურთს ჩამოშორდე, ამ ემოციას სიტყვებით ვერ გადმოსცემ. მოედანს, სადაც ყველაზე მეტი ენერგია დახარჯე , იქ სადაც ცხოვრების ყველაზე მნიშველოვანი წარმატება და მარცხი განიცადე, შორიდან უნდა უყურო. 

ყველაფერი კი 2008 წელს დაიწყო. ომის დროს ნაციონალური მოძრაობის წევრები ქვეყნიდან რომ გარბოდნენ, კრიტიკული მოსაზრება ღიად დავაფიქსირე. გადაწყვიტეს ჩემი დასჯა და რეპუტაციის შელახვა. მანქანით ჩემი ქუჩაში გადაადგილება შეუძლებელი გახდა.

საპატრულო პოლიციის მიერ რამდენჯერმე ვიყავი გადაყვანილი ნარკოლოგიურში შემოწმებაზე, როდესაც მათთვის სასურველი შედეგი ვერ მიიღეს-დამიდეს ნარკოტიკი და იარაღი და დამაყენეს არჩევანის წინაშე.

მოგეხსენებათ , იარაღის უკანონოდ ტარებაზე რა სასჯელიც იყო და თავისუფლების აღკვეთას ვამჯობინე გავეფორმებინე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ , რითიც დაასრულეს ჩემი საფეხბურთო კარიერა.

ასევე ჩემს ოჯახს მიაყენეს მორალური ზიანი , რაც დედაჩემის ჯანმრთელობაზე აისახა. რეპუტაციის შელახვისა და ჩემი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კი 2011 წელს დამნიშნეს ფუტსალის პრეზიდენტად, ეს მათი მხრიდან იყო ჩემი უდანაშაულობის აღიარება, რაც თავშივე გამორიცხავდა მათ აბსურდულ ბრალდებას.

მთელი ცხოვრების განმავლობაში, მარტო, დაუღალავი შრომით ვაწყობდი საფეხბურთო კარიერას. არასდროს დამიყრია ფარ-ხმალი , ბევრჯერ მისახელებია ჩვენი ქვეყანა და იმის მაგივრად , რომ გვერდში დამდგომოდნენ როგორც , ქართველ წარმატებულ ფეხბურთელს. მათ გამწირეს და ფეხქვეშ გათელეს ჩემი შექმნილი კარიერა. ამიტომაც არ მიკვირს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის დამოკიდებულება ქართული ფეხბურთის მიმართ.

მინდოდა, ეს პატარა გულისტკივილი გამეზიარებინა თქვენთვის. ვიცი, რომ ეს არაფერია იმ ძალადობასა და სიბოროტესთან, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა-ასობით მოკლული ახალგაზრდა ქუჩაში, ათასობით მოკლული და ნაწამები პატიმარი ციხეში, ტერიტორიების დაკარგვა, ტელევიზიების დარბევა, ბიზნესის დატერორება, პირად ცხოვრებაში ჩარევა და ფარული ჩანაწერები .

ცხრა წლიანმა რეჟიმმა შეიწირა ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდის ცხოვრება. არ მოგვცეს განვითარებისა და წინსვლის საშუალება", - წერს ცქიტიშვილი. 

საქართველოს ნაკრები ლევან ცქიტიშვილი

მსგავსი პოსტები

რუსული პრესა: საქართველოს ნაკრები გზაზე ყველას ანადგურებს და მათ "ახალგაზრდა მაესტრო" გიორგი ჩაკვეტაძე ჰყავთ

შვეიცარიელი ფანების საშინელი საქციელი "დინამო არენაზე" [PHOTO]

სიმაყე, სიგიჟე და ნათელი მომავალი - რუსული პრესა საქართველოს ნაკრებითა და ვლადიმერ ვაისით აღფრთოვანებულია