უსაფრთხოების ზომების გამო, მხითარიანს ბაქოში არ ათამაშებენ

The Times იუწყება, რომ ჰენრიხ მხითარიანი ბაქოში გასამართ ევროპის ლიგის ფინალში მონაწილეობას არ მიიღებს. 

ამის მიზეზი კი ის ცნობილი კონფლიქტია, რომელიც ერთმანეთში აზერბაიჯანსა და სომხეთს აქვს. 

თავდაპირველად იყო ვარაუდი, რომ სომეხი ნახევარმცველი ბაქოში საერთოდ არ ჩავიდოდა, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანის დედაქალაქს მაინც ესტუმრებოდა. 

ახლა კი "არსენალმა" მიიღო გადაწყვეტილება, რომ უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იყოს დაცული და ის ევროპის ლიგის ფინალში არ ათამაშოს. 

ქვეყნების კონფლიქტის გამო, მხითარიანმა, აქამდე აზერბაიჯანში ორჯერ უკვე ვერ ითამაშა. 

2015 წელს ეს "გაბალასა" და "დორტმუნდის" მატჩისას, ხოლო 2018 წელს, "ყარაბახისა" და "არსენალის" დაპირისპირებისას მოხდა. 

რაც შეეხება ევროპის ლიგის ფინალს, "ჩელსისა" და "არსენალის" მატჩი 28 მაისს გაიმართება. 

ლონდონის არსენალი ლონდონის ჩელსი ჰერიხ მხითარიანი

მსგავსი პოსტები

"ჩელსის" მეკარე გასახდელში სცემეს - რა მოხდა "სიტისთან" თამაშის შემდეგ

"ფულის მონა და ღორი ხარ" - რა ხდებოდა "ჩელსის" გასახდელში "სიტისთან" განადგურების შემდეგ

აზარმა ყველა გააოცა - ის მსოფლიო გრანდში მიდის, მაგრამ არა "რეალში"