"ჩელსი" გონსალო იგუაინს არ გამოისყიდის

Daily Mail წერს, რომ "ჩელსი" "იუვენტუსიდან" გონსალო იგუაინის გამოსყიდვას არ აპირებს. 

მოგეხსენებათ, "პიპიტა", "სტემფროდ ბრიჯზე" იჯარით ბურთაობს, "არისტოკრატებს" კი სატრანსფერო ბანი დაადეს და ამის მიუხედავად, არგენტინელ ფორვარდს არ გამოისყიდიან. 

იმ შემთხვევაში, თუ ლონდონელები თავის გადაწყვეტილებას შეცვლიან, "ბებერი სინიორას" საბანკო ანგარიში 36 მილიონი ევროთი უნდა შეავსონ. 

თავის მხრივ, იგუაინის შენარჩუნებას "იუვენტუსი" არ აპირებს და სხვა რომელიმე გუნდში გაუშვებს. 

გონსალო იგუაინი ლონდონის ჩელსი

მსგავსი პოსტები

"ჩელსის" მეკარე გასახდელში სცემეს - რა მოხდა "სიტისთან" თამაშის შემდეგ

"ფულის მონა და ღორი ხარ" - რა ხდებოდა "ჩელსის" გასახდელში "სიტისთან" განადგურების შემდეგ

აზარმა ყველა გააოცა - ის მსოფლიო გრანდში მიდის, მაგრამ არა "რეალში"