მოულოდნელი ამბავი - რონალდო "იუვენტუსიდან" მიდის და მისი ახალი გუნდიც ცნობილია

Calcimercato მოულოდნელ ამბავს ავრცელებს და იუწყება, რომ კრიშტიანო რონალდო ზაფხულში ტურინის "იუვენტუსს" დატოვებს. 

წყაროს ცნობით, პორტუგალიელს, გუნდის ხელმძღვანელობასთან და მთავარ მწვრთნელთან ურთიერთობა ძალიან დაეძაბა. 

ის რამდენიმე ფეხბურთელის ტრანსფერს ითხოვს, რასაც კლუბის პრეზიდენტი მხარს არ უჭერს და ამის გამო კრიშტიანო ძალიან გაბრაზებულია. 

ასევე ცნობილი ხდება, რომ ეს ფაქტი უყურადღებოდ პსჟ-ის ბოსებს არ დარჩენიათ. პარიზელები მზად არიან, პორტუგალიელის სანაცვლოდ 200 მილიონი ევრო გადაიხადონ. 

ცნობილია, რომ თუ რონალდო პსჟ-ში გადავა, ნეიმარი გუნდიდან წასვლას გადაიფიქრებს...

ტურინის იუვენტუსი კრიშტიანო რონალდო

მსგავსი პოსტები

კრიშტიანო რონალდოს ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა

"ნაბიჭვარი ხარ და..." - რა უთხრა სიმეონემ გასახდელისკენ მიმავალ რონალდოს

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა