"ტორპედო" იშლება - ქუთაისურ კლუბში უმძიმესი სიტუაციაა

ეროვნული ლიგის ბინადარ ქუთაისის "ტორპედოში" უმძიმესი ფინანსური სიტუაციაა. 

ფეხბურთელებს რამდენიმე თვის ხელფასი არ აუღიათ. როგორც გუნდის პრეზიდენტმა ზაალა ჩაჩავამ განაცხადა, გუნდიდან ჩინელი ინვესტორები წავიდნენ და ახლა სხვა კომპანიებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. 

14 მაისს "ტორპედო" ეროვნული ლიგის მორიგ ტურში სახლში "საბურთალოსთან" 2:3 დამარცხდა. 

Lelo.ge-მ ქუთაისური კლუბის მწვრთნელის კახა ჩხეტიანის მატჩის შემდგომი კომენტარი გამოაქვეყნა, რომელიც კარგს არაფერს მოასწავებს. 

"მიჭირს ამის თქმა, მაგრამ... შესაძლოა, მომდევნო მატჩამდე დავიშალოთ. რაც შეეხება ამ თამაშს, ჩვენი გუნდის ხასიათი ვერ იყო ისეთი, როგორიც ასეთი დაპირისპირების მოგებას სჭირდება".

"ტორპედო" მართლაც უმძიმეს სიტუაციაშია და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს სიმპატიური გუნდი არ დაიშლება. 

ქუთაისის ტორპედო კახა ჩხეტიანი

მსგავსი პოსტები

ქართული ფეხბურთის უდიდესი სირცხვილი - თაგვები სასტუმროებში და გაუსაძლისი პირობები... სლოვაკმა ლეგიონერმა ეროვნულ ლიგას დასცინა

"ტორპედო" გაძლიერებას განაგრძობს და 24 წლის საყრდენი ნახევარმცველი დაიმატა

ლევან კუტალიამ ქუთაისის "ტორპედო" დატოვა