უდიდესი სენსაცია - მოურინიომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერგასული გუნდი ჩაიბარა

იტალიური პრესა იუწყება, რომ ცნობილი პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო მომავალი სეზონიდან "რომას" გაწვრთნის. 

გავრცელებული ინფორმაციით, "განსაკუთრებულმა", "ჯალოროსის" ხელმძღვანელობასთან წინასწარი კონტრაქტი უკვე გააფორმა.

ჟოზე "მგლებთან" 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 12 მილიონ ვროს გამოიმუშავებს. 

აღსანიშნავია, რომ დიდი ალბათობით, "რომა" ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს და მოურინიოს ეს გადაწყვეტილებაც ძალიან გასაკვირია. 

ის ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობდა, საიდანაც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს. 

რომა ჟოზე მოურინიო

მსგავსი პოსტები

"დედა, შეწყვიტე, 41 წლის ასაკში რა ფოტოებს პოსტავ" - "რომას" ვარსკვლავმა სექსუალურ დედას უსაყვედურა

ოფიციალურად: მოურინიო მსოფლიო გრანდს გაწვრთნის

უდიდესი სენსაცია - მოურინიომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერგასული გუნდი ჩაიბარა