ნიკო კოვაჩი: ეს ჯერ კიდევ ვერ გამიანალიზებია

"ფორტუნასთან" ფრედ დასრულებული (3:3) საშინაო მატჩის შემდეგ კომენტარი მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა გააკეთა. 

"ალბათ, ყველა კარგად ხვდებით ახლა რას ვგრძნობ. ძალიან გაბრაზებული ვარ. რამდენიმე ეპიზოდში თამაშზე კონტროლი დავკარგეთ, რის გამოც დავისაჯეთ. 

ჯერ კიდევ ვერ გამიანალიზებია, როგორ ვერ გამოვიყენეთ ის მომენტები, რომელიც ჩვენ გვქონდა. 

ყველაზე მეტად კი იმან გამაღიზიანა, რომ ასეთი უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. მსგავს შეცდომებს არცერთი დონის გუნდის არ გაპატიებს", - აღნიშნა კოვაჩმა. 

 

მიუნხენის ბაიერნი ნიკო კოვაჩი ფორტუნა

მსგავსი პოსტები

მიუნხენის "ბაიერნს" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში აეკრძალება

ოფიციალურად: მოურინიო მსოფლიო გრანდს გაწვრთნის

"ამით ძალიან ამაყი ვარ" - არიენ რობენი "ბაიერნიდან" კიდევ ერთ გრანდში გადადის