არიენ რობენი: ფეხბურთეს კიდევ 4-5 წელი ვითამაშებ თუ...

ცნობილმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა არიენ რობენმა Kicker-ს განუცხადა, რომ ფეხბურთის თამაშს კიდევ 4-5 წელი გეგმავს. 

"სიმართლე გითხრათ, კარიერის დასრულება არც კი მიფიქრია და ფეხბურთისგან იმავე სიამოვნებას ვიღებ, როგორც ეს ადრე იყო. 

ფეხბურთს კიდევ 4-5 წელი ვითამაშებ, თუ ხელი სერიოზულმა ტრავმებმა არ შემიშალა. 

მთელი კარიერის განმავლობაში ტიტულებისთვის მებრძოლ გუნდებში ვთამაშობდი და ვერ წარმომიდგენია ისეთ კლუბში ვიასპარეზო, რომელიც 6-8 ადგილებისთვის ირჯება", - ამბობს 37 წლის რობენი. 

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელს სეზონის ბოლოს მიუნხენის "ბაიერნთან" კონტრაქტი უსრულდება და თავისუფალი აგენტი გახდება. 

მიუნხენის ბაიერნი არიენ რობენი

მსგავსი პოსტები

მიუნხენის "ბაიერნს" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში აეკრძალება

ოფიციალურად: მოურინიო მსოფლიო გრანდს გაწვრთნის

"ამით ძალიან ამაყი ვარ" - არიენ რობენი "ბაიერნიდან" კიდევ ერთ გრანდში გადადის