სკანდალი ბასილაშვილის მატჩში - ამ ამბავმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა

რომის მასტერსის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი მარტონ ფუჩოვიჩს დაუპირისპირდა და ორ სეტში - 6:1, 7:6 დაამარცხა. 

აღსანიშნავია, რომ მატჩის ბოლო გათამაშება სკანდალური აღმოჩნდა. 

მეორე სეტის ტაი-ბრეიკზე ჩვენებური 6:2 იგებდა და აწვდიდა, გვერდითმა მსაჯებმა მას ორმაგი შეცდომა დაუფიქსირეს, მთავარმა არბიტრმა კი გადაწყვეტილება შეცვალა და ნიკოლოზს პირველი ცდა დაუბრუნა. 

ამას ფუჩოვიჩის პროტესტი მოჰყვა. საბოლოოდ, შემდეგი გათამაშებიდან, ბასილაშვილმა მეტოქე დაამარცხა, ფუჩოვიჩმა კი ბურთის დაცემის ადგილს სურათი გადაუღო და სოციალურ ქსელში დაწერა:

"ჩემი დღევანდელი მატჩის ბოლო ქულის ბურთის დაცემის ადგილი. არ მინდოდა ეს სურათი გამომექვეყნებინა, მაგრამ ამის ძალიან ბევრი თხოვნა მივიღე. 

თუ ბურთი აუტრია, ეს ნიშნავს იმას, რომ მოწინააღმდეგემ ორმაგი შეცდომა გააკეთა, რაც ჩემთვის დამატებითი შანსი იქნებოდა, მსაჯი კი აშკარად შეცდა", - წერს ფუჩოვიჩი. 

აღნიშნულის ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე:

სადავო მომენტი ბასილაშვილის მატჩში

ნიკოლოზ ბასილაშვილი მარტონ ფუჩოვიჩი

მსგავსი პოსტები

ამ სიტყვებით ყველა ქართველმა უნდა იამაყოს - რა თქვა ჯოკოვიჩმა ბასილაშვილის შესახებ მატჩის შემდეგ

"მისი დარტყმების აღება ძალიან რთლია" - ნოვაკ ჯოკოვიჩის კომენტარი ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ

რუსები სითავხედეს არ იშლიან - რა თქვეს რუსმა კომენტატორებმა ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ მატჩის ტრანსილირებისას