სანტიაგო სოლარი: ყველაფრის გამოსწორება შეიძლება და ამ მარცხით ტრაგედიის შექმნა საჭირო არაა

"ეიბართან" საგარეო მარცხის შემდეგ (0:3), კომენტარი მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ გააკეთა. 

"მეტოქემ აშკარად გვაჯობა, მათ გამარჯვება დაიმსახურეს და მინდა მივულოცო. ჩვენ კი უფრო მეტი უნდა ვიმუშავოთ. 

რა თქმა უნდა, შედეგი ცუდია, რადგან ჩვენ აქ მოსაგებად ჩამოვედით. აშკარად სწორ გზაზე ვიდექით, რადგან წინა ოთხ შეხვედრაში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ამ მატჩში ბევრი შეცდომა დავუშვით, რაც უნდა გამოვასწოროთ. 

"რეალი" ყოველთვის ვალდებულია გაიტანოს იმაზე მეტი, ვიდრე უშვებს. სწორედ ასე იყო გასულ შეხვედრებში.

ჩვენ თავიდან გოლის გატანის შანსები გვქონდა, მაგრამ ბურთი ვერ შევაგდეთ, შემდეგ კი თავად მივიღეთ. 

ყველაფრის მოგვარება შეიძლება. აქამდე 4 შეხვედრა ბრწყინვალედ ვითამაშეთ და ამ ერთი მატჩით ტრაგედიის შექმნა საჭირო არ არის. 

რასაკვირკველია, წაგების შემდეგ გასახდელში კარნავალი არ ყოფილა და ეს გასაგებიცაა", - აღნიშნა სოლარიმ. 

მადრიდის რეალი სანტიაგო სოლარი

მსგავსი პოსტები

"მას მხოლოდ სექსით ვაწყნარებდი" - პორნო ვარსკვლავი მია ხალიფა ამბობს, რომ "რეალის" ფეხბურთელის საყვარელი იყო

ალფონსო არეოლას მეუღლემ სრულიად შიშველი ფოტო გამოაქვეყნა [PHOTO]

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ