ოფიციალურად: "შალკემ" ვაგნერის დანიშვნა იუწყა

"შალკემ" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კლუბს მომდევნო სეზონში დევიდ ვაგნერი დამოძღვრავს. 

"ჰადერსფილდის" ყოფილმა დამრიგებელმა, გელზერკირხენულ კლუბთან ხელი 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა. 

"შალკემ" მიმდინარე სეზონში ძალიან ცუდი შედეგი დააფიქსირა, მაგრამ ჩემპიონატში ადგილი რის ვაი-ვაგლახით შეინარჩუნა. 

კლუბს ჯერ ჯოვანი ტედესკო წვრთნიდა, დროებით კი სეზონის ბოლომდე ჰუბ სტევენსი ავარჯიშებს.

შალკე ჰადერსფილდი დევიდ ვაგნერი

მსგავსი პოსტები

"ლესტერის" მწვრთნელად შესაძლოა დევიდ მოიესი დაინიშნოს

36 წლის გერმანელი - "ჰადერსფილდის" ახალი მთავარი მწვრთნელი ცნობილია

"შალკეს" დევიდ ვაგნერი გაწვრთნის