კრიშტიანო რონალდო: ეს თუ მოხდა, "იუვენტუსიდან" აუცილებლად წავალ!

იტალიური მედიის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსის" შიდა სამზარეულოში, დიდი კონფლიქტია. 

გავრცელებული ცნობით, კლუბის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ხელმძღვანელობას ვერ უთანხმდება. 

უთანხმოების მთავარი მიზეზი კი სატრანსფერო პოლიტიკაა, რაზეც "შეშლილი მაქსი" და ანდრე ანიელი ვერ თანხმდებიან. 

გამომდინარე აქედან, დიდია ალბათობა იმისა, რომ უახლოეს საათებში ალეგრის "ბებერი სინიორადან" წასვლა იუწყონ.

ამასთან, მწვრთნელის მხარდამჭერია კრიშტიანო რონალდო, რომელიც იმუქრება, რომ თუ ალეგრის გაათავისუფლებენ, გუნდიდან ისიც წავა. 

რამდენიმე დღის წინ "იუვენტუსის" დირექტორმა პაველ ნედვედმა თქვა, რომ მთავარი მწვრთნელი მომავალ სეზონშიც ალეგრი იქნებოდა, თუმცა როგორც ჩანს, სიტუაცია შეიცვალა. 

ტურინის იუვენტუსი მასიმილიანო ალეგრი კრიშტიანო რონალდო

მსგავსი პოსტები

კრიშტიანო რონალდოს ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა

"ნაბიჭვარი ხარ და..." - რა უთხრა სიმეონემ გასახდელისკენ მიმავალ რონალდოს

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა