"ბარსელონას" ფანებმა ლიონელ მესის აგინეს

ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში "ლივერპულმა" "ბარსელონა" მიიღო და 4:0 გაანადგურა. 

"მერსისაიდელებს" პირველი მატჩი ესპანეთში 0:3 ჰქონდათ წაგებული, თუმცა თამაში შემოატრიალეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.

მატჩის შემდეგ ლიონელ მესიმ დოპინგ ტესტი გაიარა, რის გამოც მოედანი მოგვიანებით დატოვა და ლივერპულის აეროპორტშიც გვიან მივიდა.

აეროპორტში მისულ მესის კლუბის გულშემატკივრები დახვდნენ, რომლებიც მას შეურაცხყოფას აყენებდნენ და უღირსს თამაშში ადანაშაულებდნენ. 

მოგვიანებით, საქმეში დაცვა ჩაერია და მესი თვითმფრინავში ავიდა, რათა ბარსელონაში დაბრუნებულიყო. 

ბარსელონა ლიონელ მესი ლივერპული

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

მესი "ბარსელონადან" მიდის - რა მოხდა "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ