"ახლა ყველანი შოკში ვართ" - მესის ძალიან საინტერესო კომენტარი "ლივერპულთან" მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში "ლივერპულმა" "ბარსელონა" მიიღო და 4:0 გაანადგურა. 

"მერსისაიდელებს" პირველი მატჩი ესპანეთში 0:3 ჰქონდათ წაგებული, თუმცა თამაში შემოატრიალეს და ფინალის საგზური მოიპოვეს. 

ნამატჩევს ძალიან იმედგაცრუებული გახლდათ კატალონიელთა ლიდერი ლიონელ მესი. 

"ახლა ყველანი შოკში ვართ. ამას ნამდვილად არ მოველოდით, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ხდება და წარმოუდგენელი არაფერია. 

უამრავი შეცდომა დავუშვით და მეტოქემაც მშვენივრად ითამაშა. მინდა, ჩვენს ყველა გულშემატკივარს დიდი ბოდიში მოვუხადო. 

პირობას გაძლევთ, რომ "ბარსელონა" უფრო ძლიერი დაბრუნდება", - აღნიშნა მესიმ. 

ბარსელონა ლიონელ მესი

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

მესი "ბარსელონადან" მიდის - რა მოხდა "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ