"მე ვიცოდი ჩაკვეტაძე ნიჭიერი იყო და როცა ვამბობდი, რომ ის არის ქართული ფეხბურთის ბრილიანტი, ზოგიერთი დამცინოდა"

რომან ფიფიას ყოფილმა მრჩეველმა და "სილკ სპორტის" კომენტატორმა ლევან სალუქვაძემ, გადაცემა "იმედის ფსონში" გიორგი ჩაკვეტაძის გარშემო შექმნილ აჟიოტაჟზე ისაუბრა. 

"ყველა გაზეთი და ინტერნეტ-გამოცემა გამოდის პირველ გვერდზე ჩაკვეტაძის ვეებერთელა სურათით, რომელსაც აწერია:

"რეალი" თუ "ბარსელონა"? იქ "ბაიერნი" ჩაერთო ბრძოლაში... "ტოტენჰემმა" თქვა ერიქსენი ვინ არიო?! დღეს ერიქსენს გავაგდებთ და ხვალ ჩაკვეტაძე მოვაო!

ძალიან გთხვოთ, ნუ იგონებთ ასეთ რაღაცებს. ათი დღეა იმაზე იწერება, მთავარია, გადაჭარბებით არ მოუვიდეს გიორგის და თავში არ აუვარდესო. ჰო და, ნუ უჭარბებთ!

მერწმუნეთ, "რეალი", "ბარსელონა", "ტოტენჰემი" და "ბაიერნი" ჩაკვეტაძის წაყვანას თუ მართლა გადაწყვეტენ, ისეთ პირობებს შესთავაზებენ თითონ ჩაკვეტაძესაც და "გენტსაც", რომ ნახევარ საათში ჩასვამენ თვითვმფრინავში და გააფრენენ. 

დავეყრდნოთ ცნობილ და სანდრო საიტებს, ყველა საეჭვო საიტიდან ყველაფერი, რომ ითარგმნება და იდება არ შეიძლება.

მე ვიცოდი ჩაკვეტაძე ნიჭიერი იყო და როცა ვამბობდი, რომ ის არის ქართული ფეხბურთის ბრილიანტი, ზოგიერთი დამცინოდა. 

თქვენზე უფრო მეტად მჯერა ჩაკვეტაძის ფენომენის. ისეთი წყნარი და კარგი ბიჭია, რომ დამიჯერეთ, არ გაფუჭდება. 

ნუ ჩააგდებთ ყოველდღიურად ასეთ დღეში... არ უნდა ამ "ბარსელონასა" და "რეალს" იმ დონეზე ჯერ, რომ მოჰკიდოს ხელი და წაიყვანოს. 

"დინამო თბილისიდან" უცბად "გენტმა" წაიყვანა და თქვენ რა გგონიათ, "რეალს" ან "ბარსელონას" მისი წაყვანა გაუჭირდება?!

აცადეთ, რომ ამ ბიჭმა ეს ყველაფერი გადახარშოს. რაც გააკეთა ის ფინტები თუ რაც იყო, ეს ბიჭი კიდევ უფრო მეტს გააკეთებს. 

რატომ უწერთ, რომ "ტოტენჰემში" ერიქსენს შეცვლისო?! არც "ტოტენჰემს" არ უთქვამს ეს და არც ჩვენი მოსაზრება არ უნდა იყოს ასეთი. 

არ არის ასე. იმიტომ, რომ როგორც "გენტის" პრეზიდენტი და მწვრთნელი ამბობს, გიორგის ფიზიკაში აქვს მოსამატებელი. 

ახლა ამდენს, რომ წერთ ის წაიყვანს, ეს წაიყვანს... არავინ რომ არ წაიყვანოს ზამთარში ჩამოყრის ხელებს და იქნება ცუდ ხასიათზე. 

ვაცადოთ, გაიზაროდს. მთავარია, თამაშობს, ევროპაშია და ტრენაჟორი მაგას არ აკლია არაფერი. 

როგორც სხვებს დავმართეთ, რომ ვეუბნებოდით ის არ იკადრო, იქ არ წახვიდე, ჩეხეთი შენ არ შეგეფერება და ა.შ. ამ ბიჭსაც ასე არ ვუყოთ.

ვფიქრობ, იდეალური ვარიანტი იქნებოდა ჩაკვეტაძის პსვ-ში "ფეინორდში", ან "აიაქსში" გადასვლა. ჰოლანდია მის სტილს შეესაბამება და იქ ნამდვილად გაილაღებდა", - აღნიშნა სალუქვაძემ.

საქართველოს ნაკრები გიორგი ჩაკვეტაძე გენტი ლევან სალუქვაძე

მსგავსი პოსტები

გადაწყდა - გიორგი ჩაკვეტაძის მომავალი ცნობილია

ამ გუნდის სახელის გაგონებას ყველა ველოდით - გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინტერესდება

"ამას არ ველოდით" - "გენტის" მწვრთნელმა გიორგი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით სამწუხარო ამბავი გაავრცელა