კრიშტიანო რონალდო: მესი ვერ შემედრება, რადგან მას ამისთვის არ მიუღწევია

ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონზე ისაუბრა. 

"იუვენტუსისგან" ყველა უფრო მეტს მოელოდა და ზოგი უკვე თვლიდა, რომ ჩვენ ჩემპიონებიც კი ვიყავით, მაგრამ ფეხბურთი იმიტომაცაა საინტერესო, რომ ყოველთვის ის არ ხდება, რაც გგონია. 

"აიაქსი" ბრწყინვალე სეზონს ატარებს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამსტერდამელები ამ ეტაპზე ღირსეულად არიან გასულები. 

"ბარსელონა" და მესი? რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ კატალონიელებმა ჩემპიონთა ლიგა არ მოიგონ, რადგან მე "რეალში" დიდი ხნის განმავლობაში ვთამაშობდი და ამ გუნდის დიდი სიყვარული მაქვს. 

მესი? ჩვენ ერთმანეთს ხშირად გვადარებენ... ლეოს ბრწყინვალე სეზონი აქვს, თუმცა მას სამჯერ ზედიზედ ჩემპიონთა ლიგა ჯერ არ მოუგია", - თქვა რონალდომ. 

ტურინის იუვენტუსი ბარსელონა ლიონელ მესი კრიშტიანო რონალდო

მსგავსი პოსტები

კრიშტიანო რონალდოს ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა

"ნაბიჭვარი ხარ და..." - რა უთხრა სიმეონემ გასახდელისკენ მიმავალ რონალდოს

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად