ზინედინ ზიდანი: ეს ვარსკვლავი "რეალს" სწორედ ამიტომ დატოვებს!

ლა ლიგის 36-ე ტურში მადრიდის "რეალი" "ვილიარეალს" დაუპირისპირდება. 

მატჩის წინ პრესკონფერენცია "სამეფო გუნდის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გამართა, რომელმაც კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა. 

"კლუბის ხელმძღვანელობასთან სატრანსფერო პოლიტიკაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ჩვენ უკვე გეგმაც გვაქვს დასახული. 

ვიცით, რომ გაძლიერება გვესაჭიროება, თუმცა არ გვინდა, რომ ვიჩქაროთ და შემდეგ გაკეთებული ტრანსფერი ცუდი აღმოჩნდეს. 

ზაფხულში ჩვენს რიგებს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს და მათ შორის, ცნობილი ფეხბურთელების გვარებიც იქნება", - აღნიშნა ზიდანმა. 

ესპანური პრესა ვარაუდობს, რომ ერთ-ერთი ასეთი ფეხბურთელი გარეთ ბეილია, რომელსაც "ბერნაბეუს" ბინადრებთან გამომშვიდობება მოუწევს. 

მადრიდის რეალი ზინედინ ზიდანი გარეთ ბეილი ვილიარეალი

მსგავსი პოსტები

"მას მხოლოდ სექსით ვაწყნარებდი" - პორნო ვარსკვლავი მია ხალიფა ამბობს, რომ "რეალის" ფეხბურთელის საყვარელი იყო

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

დიდი დაბრუნება - მადრიდის "რეალს" კვლავ ზინედინ ზიდანი გაწვრთნის