კრიშტიანო რონალდოს შესაძლოა სიღნაღში ექორწინა - ფეხბურთელისა და ირინა შეიკის საინტერესო ისტორია

მოსკოვში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა მამუკა ფიფიამ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში თბილისში კრიშტიანო რონალდოს სტუმრობა გაიხსენა. 

ფიფია, ტურინის "იუვენტუსის" ვარსკვლავის ყოფილი მეგობარი გოგონა ირინა შეიკის ახლო მეგობარი გახლავთ. 

"მახსოვს, ირინა შეიკმა დამირეკა და მითხრა, მოსკოვიდან ვერ ჩამოხვალ და მაშინ თბილისში შევხვდეთ ერთმანეთსო.

კაი ახლა, მეკაიფები-მეთქი? მაშინ მომიყვა, რონალდოს ასეთი შეთავაზება აქვს და მისი მენეჯერიც უარს ამბობს კრისტიანოს საქართველოში წამოსვლაზეო.

დილის 5 საათამდე ფიქრობდნენ. მოსკოვში 6 საათი იყო, რომ მომწერეს, მოვდივართო. ყველაფერი მოეწონათ და ორიოდე დღით დარჩენაც უნდოდათ, მაგრამ რონალდოს საბერძნეთში ელოდებოდნენ და უნდა წასულიყო.

თბილისში, თვითმფრინავთან რომ მივედით, ირას გაახსენდა, სულგუნი, ლავაში, კიტრი და პომიდორი უნდა წავიღოო. საფრენ ბილიკზე მოუტანეს, უკვე თვითმფრინავში ვიყავით. 

ვეუბნებოდი, წამოდით სიღნაღში დაგაოჯახებთ, ხომ გაქვთ პასპორტები-მეთქი. დამანებე თავი, სულ რატომ მათხოვებო", - იხსენებს ფიფია. 

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდო, ირინა შეიკთან ერთად, თბილისში, 2013 წელს "დინამო თბილისის" პრეზიდენტ რომან ფიფიას მიწვევით იმყოფებოდა. 

 
კრიშტიანო რონალდო ირინა შეიკი მამუკა ფიფია

მსგავსი პოსტები

კრიშტიანო რონალდოს ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა

"ნაბიჭვარი ხარ და..." - რა უთხრა სიმეონემ გასახდელისკენ მიმავალ რონალდოს

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა