კრიშტიანო რონალდო: საქართველოს შესახებ ვიტყოდი, რომ...

ტურინის "იუვენტუსის" ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ პორტუგალიურ გამოცემა A Bola-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. 

საინტერესო და სასიამოვნოა, რომ ინტერვიუში საქართველოც იყო ნახსენები. 

ჟურნალისტმა კრიშტიანოს შეკითხვა იმის შესახებ დაუსვა, თუ რომელი ქვეყანა მოეწონა განსაკუთრებით, რომელსაც ის ეწვია. 

"ევროპის მასშტაბით თითქმის ყველა ქვეყანაში ვარ ნამყოფი და მინდა ავღნიშნო, რომ ყველა ქვეყანამ ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. 

სიმართლე გითხრათ, დიდწილად ქვეყნის კულტურისა და ისტორიის გაცნობისთვის დიდი დრო არ მრჩება, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ თავისუფალ დროს რაც შეიძლება მეტი გავიგო. 

უემეტესწილად, ქვეყნის დათვალიერებას და მის გაცნობას მაშინ ვახერხებ, როდესაც ის მიწვევით, ან სარეკლამო რგოლის გადაღების დროს ხდება. 

ასეთი ქვეყნები კი ბევრია - მაგალითად, ბელგია, გერმანია, საქართველო და სხვა... ყველა მათგანმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა", - ამბობს რონალდო. 

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდო თბილისში 2013 წელს "დინამო თბილისის" პრეზიდენტ რომან ფიფიას მიწვევით იმყოფებოდა. 

კრიშტიანო რონალდო

მსგავსი პოსტები

კრიშტიანო რონალდოს ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა

"ნაბიჭვარი ხარ და..." - რა უთხრა სიმეონემ გასახდელისკენ მიმავალ რონალდოს

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა