ბართომეუ: მესის შეუძლია "ბარსელონაში" 45 წლის ასაკშიც ითამაშოს

"ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ კლუბის ლეგენდა ლიონელ მესის მომავალზე ისაუბრა. 

"მესის შეუძლია "ბარსელონაში" 45 წლის ასაკშიც ითამაშოს. რატომაც არა? არავინ იცის რამდენ ხანს სურს მას კიდევ ასპარზობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ  მომავალი 5 წელი მაინც ის ბუცებს ლურსმანზე არ ჩამოკიდებს. 

ჩვენ თადარიგს აქედანვე ვიჭერთ და მის შემცვლელად ისეთი ნიჭიერი ახალგაზრდები მოგვყვავს, როგორებიც დემბელე, არტური და ლენგლე არიან. 

მინდა, რომ ლეომ რაც შეიძლება მაქსიმალური დრო გაატაროს "ბარსელონას" ფორმით", - ამბობს ბართომეუ. 

31 წლის მესი "ბარსელონაში" 2000 წლიდან ირიცხება, პირველ გუნდში დებიუტი კი 2003 წელს ჰქონდა. 

მას კლუბთან მოქმდი შრომითი ხელშეკრულება 2021 წლამდე აკავშირებს. 

 

ბარსელონა ლიონელ მესი ხოსეპ მარია ბართომეუ

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

მესი "ბარსელონადან" მიდის - რა მოხდა "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ