"ბარსელონა" "სელტას" გადახალისებული შემადგენლობით დაუპირისპირდება

ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ ლა ლიგის 36-ე ტურის მატჩს "ბარსელონა" გასვლაზე "სელტასთან" გადახალისებული შემადგენლობით ჩაატარებს. 

გუნდის მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე ლიონელ მესისა და სხვა რამდენიმე ლიდერის დასვენებას აპირებს. 

კატალონიელთა დამრიგებელმა რამდენიმე მოთამაშეს მეორე გუნდიდან უხმო და თავის გამოჩენის საშუალებას მისცემს. 

მოგეხსენებათ, "ბლაუგრანამ" ლა ლიგაში ჩემპიონის ტიტული უკვე მოიპოვა, "სელტას" კი 4 მაისს 22:45 საათზე დაუპირისპირდება. 

ბარსელონა ლიონელ მესი

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

მესი "ბარსელონადან" მიდის - რა მოხდა "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ