ლიონელ მესი "მილანში" გადავიდა - სენსაციური ინფორმაცია, რომელიც ახლახანს გავრცელდა

"მილანის" ყოფილი მცველის კრისტიან ძაკარდოს პოსტმა სოციალურ ქსელში დიდი მხიარულება გამოიწვია. 

მოგეხსენებათ, "ბარსელონამ", ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში, "ლივერპულს" 3:0 სძლია, დუბლი კი ლეო მესიმ მიითვალა. 

არგენტინელი ვარსკვლავის ბრწყინვალე თამაშს ძაკარდო მესისთან ერთად გადაღებული ფოტოთი შემდეგი წარწერით გამოეხმაურა:

"მესი "მილანში" გადავიდა. ეს ინფორმაცია ახლახანს გავიგე და მალე ოფიციალურად დადასტურდება", - წერს ხუმრობით ძაკარდო. 

ძაკარდო ახლა მალტის ჩემპიონატის ბინადარ "ჰამბრუნის" ღირსებას იცავს, "როსონერის" ფორმას კი 2012/15-წლებში ირგებდა. 

მილანი ბარსელონა ლიონელ მესი კრისტიან ძაკარდო

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

უდიდესი სკანდალი - ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის გამარჯვებული უკვე ცნობილია