გატუზოს "მილანში" ეუსებიო დი ფრანჩესკო შეცვლის

Gazzetta dello Sport წერს, რომ დიდი შანსია, მომავალი სეზონიდან "მილანის" დამრიგებლის რანგში ეუსებიო დი ფრანჩესკო ვიხილოთ. 

"როსონერის" საქმეები ცუდად მიდის და კლუბს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ძალიან გაუჭირდება. 

თუ "ლომბარდიელები" ამას ვერ შეძლებენ, გადაწყვეტილი ამბავია, რომ "სან სიროს" მოქმედი მწვრთნელი ჯენარო გატუზო დაემშვიდობება. 

იტალიურ პრესაში მის შესაძლო შემცვლელებზე უკვე დაიწერა, ფავორიტი კი "რომას" ყოფილი დამრიგებელი ეუსებიო დი ფრანჩესკოა. 

კანდიდატთა შორის ასევე არიან მარკო ჯამპაოლო, ჯან პიერო გასპერინი, მაურისიო სარი და ანტონიო კონტე. 

მილანი ჯენარო გატუზო ეუსებიო დი ფრანჩესკო

მსგავსი პოსტები

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება

ამას არავინ მოელოდა - უდიდესი სენსაცია, იანვარში თითქმის შეუძლებელი ტრანსფერი რეალური ხდება