გატუზო "ტორინოსთან" მარცხზე: ეს უდიდესი სირცხვილია!

იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში "მილანი" "ტორინოს" ეწვია და 2:0 დამარცხდა, რის შემდეგაც ჩემპიონთა ლიგის ზონაში აღარ იმყოფება. 

მატჩის შემდეგ გაცეცხლებული იყო და უკმაყოფილებას ვერ მალავდა "როსონერის" მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო, რომელმაც შემდეგი ბრძანა:

"ჩვენ დავმარცხდით და მორიგი უდიდესი დარტყმა მივიღეთ. არ შემიძლია, პრესკონფერენცია მოვიდე და ვთქვა, რომ კარგად ვითამაშეთ, რადგან წავაგეთ. 

გუნდი ენთუზიაზმით თამაშობს და ეს აშკარაა, მაგრამ რაღაც გვაკლდება, რაც თამაშს მოგვაგებინებს. 

ეს უდიდესი სირცხვილია. ისეთი ისტორიული გუნდი, როგორიც "მილანია", ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ოთხეულში მოვხვდეთ, თუმცა ეს უკვე ჩვენზე აღარ არის დამოკიდებული", - აღნიშნავს გატუზო. 

მილანი ჯენარო გატუზო ტორინო

მსგავსი პოსტები

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება

ამას არავინ მოელოდა - უდიდესი სენსაცია, იანვარში თითქმის შეუძლებელი ტრანსფერი რეალური ხდება