ემანუელ ადებაიორი: ამის გამო თავის მოკვლას ვაპირებდი, მაგრამ...

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა ფორვარდმა ემანუელ ადებაიორმა სკანდალური ისტორია მოჰყვა, რომელიც მისი კარიერის საწყის ეტპს უკავშირდება. 

"ერთხელ მახსოვს "მეცში" თამაშისას საღამოს საწოლზე ვიჯექი და ვფიქრობდი, აქ რას ვაკეთებ, მაინც არავინ არაა ჩემით კმაყოფილი.

საწოლის ქვეშ აბები მქონდა, გადავწყვიტე თავი მომეკლა... ჩავედი აფთიაქში და კიდევ ბევრი აბი ვიყიდე. 

წყალი დავლიე და მოვემზადე, მაგრამ ამ დროს ჩემს მეგობარს დავურეკე რომელმაც ეს გადამაფიქრებინა", - აღნიშნავს ადებაიორი.

შეგახსენებთ, რომ ტოგოელი ამჟამად თურქული "ბასაქშეჰირის" ღირსებას იცავს. 

ემანუელ ადებაიორი

მსგავსი პოსტები

ოფიციალურად: შოთა არველაძე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს გაწვრთნის

რობინიომ კლუბი გამოიცვალა - ბრაზილიელი ფეხბურთელი ემანუელ ადებაიორის თანაგუნდელი გახდა

ადებაიორი: მოურინიო რონალდოს ეუბნებოდა, რომ თუ ამას არ გააკეთებდა, მოკლავდა