სიმაყე, სიგიჟე და ნათელი მომავალი - რუსული პრესა საქართველოს ნაკრებითა და ვლადიმერ ვაისით აღფრთოვანებულია

რუსულმა სპორტულმა საიტმა Sovsport.ru-მ საქართველოს ნაკრებზე და მის მწვრთნელ ვლადიმერ ვაისზე საკმაოდ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. 

"საქართველოს ნაკრებმა C ჯგუფში აღზევება მოახერხა და ამით შეუძლია იამაყოს. როგორც ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი ამბობს, მას ქართული ფეხბურთის ნათელი მომავლის სჯერა და იმედი აქვს, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად იმავე გზას გაივლის, რასაც სლოვაკეთის ნაკრებთან ერთად მიაღწია. 

ვლადიმერ ვლადიმეროვიჩმა სლოვაკეთის ნაკრები მსგავსი პრობლემით ჩაიბარა და შედეგს მიაღწია. სქართველოს ნაკრებში გაწეული უდიდესი შრომით მან ყველას დაჯერა, რომ წარმატების მიღწევა შეიძლება. 

სლოვაკმა გულშემატკივარს დაანახა, რომ შრომას, მიზანდასახულობასა და მოთმინებას სასწაულის მოხდენა შეუძლია. 

ცოტახნის წინ თბილისელებს თუ ეტყოდი, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდოდა, ისინი გიჟად ჩაგთვლიდნენ და მაშინვე სასწრაფოს გამოუძახებდნენ, მაგრამ ახლა ამის შანსი რეალურია. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საკლუბო ფეხბურთი საკმაოდ დაბალ დონეზეა და ნაკრებიც წარმატებას ვერ აღწევდა, ამ ქვეყანაში ფეხბურთი არ მომვკდარა. 

რა თქმა უნდა, ის აღარ არის ეროვნული იდენტობის ნაწილი და ქვეყნის ერთ-ერთი სამარკო ნიშანი. მითუმეტეს, ქართული რაგბისა და კალათბურთის წარმატებამ, ფეხბურთის იმიჯზე ცუდად იმოქმედა. 

დიახ, საქართველოს, განსხვავებით მისი მეზობელი სომხეთისა, არ ჰყავს ისეთი კაშკაშა ვარსკვლავი, როგორიც ჰენრიხ მხითარიანია. 

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მაქსიმუმი ამ ეტაპზე პორტუგალიისა და ბელგიის ჩემპიონატებია. ამის მიუხედავად, ფეხბურთის სიყვარული არ გამქრალა და ვაისმაც იმედი დააბრუნა. 

საინტერესოა, რომ ვაისი საქართველოში პირველი კვალიფიციური და მკაცრი მწვრთნელი არ არის. მანამდე "ჯვაროსნებს" თემურ ქეცბაია, ექტორ კუპერი და კლაუს ტოპმიოლერიც წვრთნიდნენ. 

ცნობილია, რომ მეგობრული დამოკიდებულება კავკასიელებთან არ ამართლებს. 

ვაისმა მოახერხა სტაბილური გუნდის ჩამოყალიბება. ეს სერიოზული სამუშაო კოლექტივია, სადაც არ არსებობს ფეხბურთელთა შიდა დაჯგუფებები, ან სათამაშო დროით უკმაყოფილო მოთამაშეები. 

ასეთების არსებობის შემთხვევაში, მას მაშინვე გუნდიდან წასვლა მოუწევს, მას ამაში ფედერაციის და ხალხის მხარდაჭერა აქვს. 

ამას ანდორასთან სავსე სტადიონიც ადასტურებს და ისიც, რომ გურამ კაშიას კი არ უსტვინეს, პირიქით, ოვაციები მოუწყვეს. 

ქართველებმმა ისევ დაიწყეს საკუთარი ფეხბურთის შეყვარება. უცნობია, მიიყვანს თუ არა ვაისი საქმეს ბოლომდე, რადგან ტურნირი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა საქართველოს აქვს შანსი და მის გამოყენებას ეცდებიან", - წერია საიტზე. 

შეგახსენებთ, რომ საქრთველოს ნაკრები ერთა ლიგის ბოლო ორ შეხვედრას 15 და 19 ნოემბერს გამართავს. 

ვლადიმერ ვაისი საქართველოს ნაკრები

მსგავსი პოსტები

რუსული პრესა: საქართველოს ნაკრები გზაზე ყველას ანადგურებს და მათ "ახალგაზრდა მაესტრო" გიორგი ჩაკვეტაძე ჰყავთ

შვეიცარიელი ფანების საშინელი საქციელი "დინამო არენაზე" [PHOTO]

სიმაყე, სიგიჟე და ნათელი მომავალი - რუსული პრესა საქართველოს ნაკრებითა და ვლადიმერ ვაისით აღფრთოვანებულია