გატუზო: "ნიუკასლში" არ მივდივარ

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომდევნო სეზონიდან პრემიერ ლიგის ბინადარ "ნიუკასლს" ჩაიბარებს. 

"საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია? იქიდან, რომ ამ კლუბის წარმომადგენელ ჟორჟე მენდეშს შევხვდი?

მენდეში ჩემი მეგობარია. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ფეხბურთზე, მაგრამ ტრანსფერები და ჩემი "ნიუკასლში" გადასვლის ამბავი არ ყოფილა განხილული. 

იმედი მაქვს, მომდევნო სეზონშიც "მილანის" მწვრთნელი ვიქნები", - აღნიშნა გატუზომ. 

მილანი ჯენარო გატუზო ნიუკასლი

მსგავსი პოსტები

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება

ამას არავინ მოელოდა - უდიდესი სენსაცია, იანვარში თითქმის შეუძლებელი ტრანსფერი რეალური ხდება