გატუზო პრემიერ ლიგაში - "მილანის" მწვრთნელის ახალი სამუშაო ცნობილია

Gazzetta dello Sport იუწყება, რომ მომავალი სეზონიდან შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარი კლუბის "ნიუკასლის" მწვრთნელი "მილანის" ამჟამინდელი დამრიგებელი ჯენარო გატუზო გახდებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ის "კაჭკაჭების" წარმომადგენელს მილანის ერთ-ერთ რესტორანში შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობაზე ესაუბრა. 

უკვე ცნობილია, რომ თუ "როსონერი" ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, გატუზოს ახალი სამუშაოს პოვნა მოუწევს. 

ბოლო დროინდელი არადამაჯერებელი თამაშის ფონზე კი "ლომბარდიელები" ამასთან ძალიან ახლოს არიან. 

"მილანი" მე-4, მე-5 ადგილებს ბერგამოს "ატალანტასთან" ერთად იყოფს. 

მილანი ჯენარო გატუზო ნიუკასლი

მსგავსი პოსტები

"რუს ქალთან სექსს არაფერი სჯობს" - ნახეთ, "სპარტაკის" ვარსკვლავის სუპერ სექსუალური მეუღლე [PHOTO]

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება