"ეს ყველაფერი რონალდოს ბრალია" - "იუვენტუსის" ვარსკვლავმა სკანდალური განცხადება გააკეთა

"იუვენტუსის" ყოფილმა ნახევარმცველმა მარკო ტარდელიმ ტურინული კლუბის მიმდინარე სეზონის შესახებ ისაუბრა. 

"იუვენტუსს" უფრო მეტი მუშაობა ესაჭიროება, რათა ერთიანი და შეკრული გუნდი გახდეს. 

კრიშტიანო რონალდოს წელს არც თუ ისე ბევრი არ უთამაშია, მაგრამ როდესაც ის მოედანზეა, გუნდს რაღაც სპეციალური როლი ეკისრება. 

მაგალითად, რონალდო როდესაც მოედანზეა და მას თამაში არ მისდის, ამის გამო ბევრი მოთამაშე ითრგუნება და თავის საუკეთესო მატჩს ვერ ატარებს.

ერთ-ერთ ასეთად პაულო დიბალას დავასახელებდი, რომელსაც ძალიან ცუდი სეზონი ჰქონდა", - აღნიშნა ტარდელიმ. 

შეგახსენებთ, რომ რონალდო "იუვენტუსში" გასულ ზაფხულს "რეალიდან" 117 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.

მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 39 შეხვედრაში ითამაშა და 27 გოლი გაიტანა. 

ტურინის იუვენტუსი კრიშტიანო რონალდო პაულო დიბალა მარკო ტარდელი

მსგავსი პოსტები

კრიშტიანო რონალდოს ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა

"ნაბიჭვარი ხარ და..." - რა უთხრა სიმეონემ გასახდელისკენ მიმავალ რონალდოს

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა