დიდი დაბრუნება! - არსენ ვენგერის მომავალი გუნდი გარკვეულია

ფრანგულ პრესას თუ ვენდობით, ლეგენდარული მწვრთნელი არსენ ვენგერი მომავალი სეზონიდან "ლიონს" დამოძღვრავს. 

გავრცელებული ინფორმაციით, 69 წლის სპეციალისტმა, "ოლიმპიკის" ხელმძღვანელობასთან წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწია. 

ვენგერი "ლიონთან" ხელს 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს და მას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის 80 მილიონ ევროს გამოუყოფენ. 

შეგახსენებთ, რომ "ლიონს" ამჟამად ბრუნო ჟენსიო წვრთნის, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს თანამდეობას დატოვებს, ვენგერი კი "არსენალიდან" ზუსტად 1 წლის წინ წავიდა. 

ლონდონის არსენალი ლიონი არსენ ვენგერი

მსგავსი პოსტები

გიორგი ჩაკვეტაძე საფრანგეთის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში - ქართველ ამომავალ ვარსკვლავს ახალი ვარიანტი აქვს

დიდი დაბრუნება! - არსენ ვენგერის მომავალი გუნდი გარკვეულია

"ბატეს" ფეხბურთელებმა "არსენალთან" მოგება აღნიშნეს, მაგიდაზე კი ქართული სასმელი გამოჩნდა [PHOTO]