მსოფლიო გრანდი მესის სანაცვლოდ წარმოუდგენელ თანხას იხდის

The Guardin-ი იუწყება, რომ მანჩესტერ "სიტი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ბარსელონას" ვარსკვლავის ლიონელ მესის შესაძენად ემზადება. 

გავრცელებული ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი ფიასკოს შემდეგ, "ქალაქელთა" ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას მისცა პირობა, რომ ზაფხულში მსოფლიო ვარსკვლავებს დაიმატებდნენ. 

ერთ-ერთი ვერსიით, "სიტი" "ბარსელონას" 200 მილიონი ფუნტის შეთავაზებას გაუკეთებს, რათა საკუთარ რიგებში ლიონელ მესი იხილოს. 

არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ გვარდიოლას ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად სწორედ არგენტინელი ვუნდერკინდი ესაჭიროება. 

გუშინ ლეგენდარულმა რუდ გულიტმაც აღნიშნა, რომ პეპი და მესი განუყოფელნი არიან და სწორედ მასშია გვარდიოლას წარმატების ფორმულა. 

მანჩესტერ სიტი ბარსელონა ლიონელ მესი ხოსეპ გვარდიოლა

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

უდიდესი სკანდალი - ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის გამარჯვებული უკვე ცნობილია