ჯოი ბარტონმა მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელი სცემა და ციხე ემუქრება

ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი ჯოი ბარტონი, რომელმაც მწვრთნელობას მიჰყო ხელი, მორიგ შარში გაეხვა. 

ის ინგლისის მე-3 ლიგის ბინადარ "ფლიტვუდს" ავარჯიშებს, მისი გუნდი კი გასვლაზე "ბარნსლისთან" 2:4 დამარცხდა. 

საინტერესოა, რომ მატჩის შემდეგ ბარტონსა და მეტოქე გუნდის დამრიგებელ დანიელ სტენდელს შორის შელაპარაკება მოხდა, რის მერეც ბარტონმა ის სცემა და სისხლი ადინა. 

ჯოიმ  სტადიონის დატოვება მანქანით სცადა, თუმცა პოლიციამ გააჩერა და დააპატიმრა.

ჯოი ბარტონი ფლიტვუდი

მსგავსი პოსტები

ჯოი ბარტონმა მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელი სცემა და ციხე ემუქრება