"მანჩესტერის" რეკორდი - "იუნაიტედს" მიმდინარე სეზონში მსაჯები სწყალობენ

ინგლისის პრემიერ ლიგის 34-ე ტურში "მანჩესტერმა" "ვესტ ჰემს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. 

აღსანიშნავია, რომ "იუნაიტედმა" ორივე გოლი პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. ორივე საფეხბურთო სასჯელი კი კარის ბადეში პოლ პოგბამ მოათავსა.

საინტერესოა, რომ "წითელ ეშმაკების" სასარგებლოდ, მიმდინარე სეზონში, მსაჯებმა უკვე 12 პენალტი დანიშნეს. 

ეს კი "იუნაიტედისთვის" რეკორდია. "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებს პრემიერ ლიგაში აქამდე 12 თერთმეტმეტრიანი არასდროს დაერტყათ. 

საინტერესოა, რომ 12 პენალტი მიმდინარე პრემიერ ლიგის რეკორდიცაა. მეორე ადგილზე "კრისტალ პალასია", რომელმაც უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი 11-ჯერ შეასრულა. 

მანჩესტერ იუნაიტედი კრისტალ პალასი პოლ პოგბა

მსგავსი პოსტები

"ძმაო, მაპატიე, რომ შენი მეუღლე ჩემი საყვარელი იყო" - რაიან გიგზის სკანდალურმა კომენტარმა ინგლისური პრესა მოიცვა

"ნეიმარი ყვიროდა და ყველაფერს ამტვრევდა" - რა მოხდა პსჟ-ის გასახდელში "იუნაიტედთან" თამაშის შემდეგ

ოფიციალურად: "რეალმა" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დაიმატა