ოსაკის გრანდ სლემი: პირველი საასპარეზო დღის შემდეგ საქართველო უმედლოდაა

23 ნოემბერს იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე გრანდ სლემზე ორი ძიუდოისტი უნდა ჩართულიყო, თუმცა ტატამაზე მხოლოდ ერთი მათგანი გავიდა. 

66კგ-ში ზედიზედ ორი ტურნირის მომგები ვაჟა მარგველაშვილი 1/4-ფინალამდე მივიდა, სადაც დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა. 

იქ კი ჩვენებური რუს ისლამ ხამეტოვს დაეჭიდა, რომელთანაც წააგო და ტურნირი უმედლოდ დაასრულა. 

ტატამზე არ გამოჩენილა 60კგ-ში მოასპარეზე ლუხუმ ჩხვიმიანი, რისი მიზეზიც სავარაუდოდ, ტრავმა უნდა იყოს. 

ოსაკის გრანდ სლემზე კიდევ 7 ქართველი ძიუდოისტი გამოვა. ხვალ კი ტატამზე ლაშა შავდათუაშვილსა და ნუგზარ ტატალაშვილს ვიხილავთ.

ლაშა შავდათუაშვილი ვაჟა მარგველაშვილი ლუხუმ ჩხვიმიანი ნუგზარ ტატალაშვილი

მსგავსი პოსტები

ოსაკის გრანდ სლემი: პირველი საასპარეზო დღის შემდეგ საქართველო უმედლოდაა

ჭრიკიშვილი, ლიპარტელიანი და სხვა - ხვალიდან ქართველი ძიუდოისტები ჰააგის გრან პრიზე იასპარეზებენ