"რეალმა" ბეილს შეუთვალა, რომ ახალი კლუბი მოძებნოს

AS იტყობინება, რომ მადრიდის "რეალის" დირექტორმა ხოსე ანხელ სანჩესმა გარეთ ბეილის აგენტ ჯონათან ბარნეტს შეუთვალა რომ კლუბი უელსელი ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბარნეტმა მისი კლიენტისთვის ახალი გუნდის ძიება უკვე დაიწყო. 

ბეილი "რეალში" 2013 წლიდან ბურთაობს. ამ დროის განმავლობაში მან 227 მატჩში 102 გოლი გაიტანა და 63 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მას "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. 

გარეთ ბეილის ერთი გოლი "რეალს" 2,3 მილიონი ევრო უჯდება

მადრიდის რეალი გარეთ ბეილი

მსგავსი პოსტები

"მას მხოლოდ სექსით ვაწყნარებდი" - პორნო ვარსკვლავი მია ხალიფა ამბობს, რომ "რეალის" ფეხბურთელის საყვარელი იყო

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

დიდი დაბრუნება - მადრიდის "რეალს" კვლავ ზინედინ ზიდანი გაწვრთნის