იკერ კასილასი გაცხარებულია: ამისთვის სამაგიეროს გადაგიხდით!

"პორტოს" მეკარე იკერ კასილასმა ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" (0:2) საგარეო მარცხის შემდეგ უკმაყოფილება ვერ დამალა. 

მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ არღვევს მოჰამედ სალაჰი დანილო პერეირას წინააღმდეგ თამაშის წესებს. 

"ყველამ კარგად დაინახა, რომ ამ ეპიზოდში სალაჰი თამაშის წესებს არღვევდა და გასაძევებელი იყო. 

ამისთვის სამაგიეროს გადაგიხდით და ყველაფერი პორტოში გადაწყდება", - წერს კასილასი. 

შეგახსენებთ, რომ "დრაგაოზე" განმეორებითი მატჩი 17 აპრილს გაიმართება. 

ლივერპული პორტო იკერ კასილასი ანტონიო ლაოსი

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

მესი "ბარსელონადან" მიდის - რა მოხდა "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ

მესი: "ლივერპულთან" მატჩის წინ ეს საშინელებმა მოხდა და ამიტომაც დავმარცხდით