ჩემპიონთა ლიგაზე, "პორტოსთან" მატჩის წინა პრესკონფერენციაზე, ინგლისელმა ჟურნალისტებმა, "ლივეპრულის" დამრიგებელ იურგენ კლოპს ჰკითხეს, რა შემთხვევაში დატოვებს ის "ენფილდს", რაზეც გერმანელმა შემდეგი მიუგო:
"სიმართლე გითხრათ, მას შემდეგ რაც "ლივერპულის" მწვრთნელი გავხდი, ამ გუნდიდან წასვლაზე არასდროს არ მიფიქრია.
აქ შესანიშნავი ატმოსფეროა. ჩვენ გვყავს გულშემატკივრები, რომლებიც მოდუნებისა და მარცხის უფლებას არცერთ შეხვედრაში არ გვაძლევენ.
მინდა, აქ რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე, მაგრამ თუ წასვლაზე იქნება საქმე, "დორტმუნდში" დავბრუნდები, რადგან იქ ბრწყინვალე პერიოდი გავატარე", - აღნიშნა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ კლოპი "ბორუსიას" 2008-15 წლებში ავარჯიშებდა, მისი "ლივერპული" კი "პორტოს" თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.