"სიშიშვლესა და სექსს გადაყოლილი გოგონა" - რატომ ასრულებს კარიერას ეჟენი ბუშარი

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა "მარკა" იუწყება, რომ კანადელი ჩოგბურთელი ეჟენი ბუშარი აქტიური სპორტული კარიერის დასრულებაზე ფიქრობს. 

ის ახლა მხოლოდ 25 წლისააა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ჟენი ჩოგბურთზე კონცეტრირებას ვერ ახერხებს. 

იყო პერიოდი, როდესაც ის შესანიშნავ შედეგებს აღწევდა. მაგალითად, 2014 წელს, როდესაც კაირერის საუკეთესო მაჩვენებელი მე-5 ადგილი დააფიქსირა, "უიმბლდონის" ფინალი, ხოლო "როლან გაროსისა" და ავსტრალიის ღია პირველობის 1/2-ფინალი ითამაშა. 

ამის შემდეგ, ბუშარი აქტიურად გადაერთო სამოდელო საქმიანობაზე. ის სხვადასხვა გამოცემების გარეკანზე ხშირად ჩნდება და თამამი ფოტოების გამოქვეყნებასაც არ ერიდება. 

ბუშარმა რამდენიმეჯერ სცადა, რომ კვლავ ძველი ფორმა დაებრუნებინა და მწვრთნელიც შეიცვალა, თუმცა ეს მას არ შველის და ახლა მხოლოდ 76-ე პოზიციას იკავებს. 

კანუდრი პრესა ჟენის შესაძლო კარიერის დასრულებას ეხმაურება. ერთ-ერთი გამოცემა კი დღეს ასეთი სათაურით გამოვიდა:

"სიშიშვლესა და სექსს გადაყოლილი კარიერა". 

მოკლედ, ბუშარი, მამაკაცებს გულს არ დაწყვეტს და კვლავ აქტიური იქნება, მაგრამ ერთი ეგაა, ეს კორტზე მოხდება თუ პოდიუმზე, საკითხავია. 

▶ "მან კარიერა სექსით აიწყო" - ბუშარსა და შარაპოვას შორის დაპირისპირების ახალი ტალღა აგორდა

ეჟენი ბუშარმა მსოფლიოს ვალენტინობა სექსუალური და თამამი ფოტოთი მიულოცა [PHOTO]

"457 დღეა სექსი არ მქონია" - მსოფლიოს ერთ-ერთი სექსუალური ჩოგბურთელის პოსტმა სოციალური ქსელი ააფეთქა

ეჟენი ბუშარი

მსგავსი პოსტები

"457 დღეა სექსი არ მქონია" - მსოფლიოს ერთ-ერთი სექსუალური ჩოგბურთელის პოსტმა სოციალური ქსელი ააფეთქა

"სიშიშვლესა და სექსს გადაყოლილი გოგონა" - რატომ ასრულებს კარიერას ეჟენი ბუშარი

ის ყველას აოცებს - ულამაზესმა ეჟენი ბუშარმა მორიგი სექსუალური ფოტო გამოაქვეყნა და უამრავი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]