"ვალიადოლიდის" დამარცხების შემდეგ "სევილიას" ბანაკში საშინელება მოხდა

ლა ლიგის 31-ე ტურში "სევილია" გასვლაზე "ვალიადოლიდს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. 

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ხუაკინ კაპაროსმა ძალიან სამწუხარო ამბავის შესახებ იუწყა. 

ესპანელმა დამრიგებელმა თავადვე აღნიშნა, რომ ლეიკემია აქვს, თუმცა გუნდის მიტოვებას არ აპირებს და მიმდინარე სეზონს "სევილიას" მთავარი მწვრთნელის რანგში ჩაამთავრებს. 

შეგახსენებთ, რომ კაპაროსი "სევილიას" პირველი მწვრთნელი არაა, რომელსაც კიბო დაუდგინეს. მსგავსი რამ შარშან ედუარდო ბერიცოსაც დაემართა, რომელიც საბედნიეროდ სრულიად განიკურნა და ახლა პარაგვაის ნაკრებს წვრთნის. 

სევილია ხუაკინ კაპაროსი ედუარდო ბერიცო

მსგავსი პოსტები

გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი გადადის

"ვალიადოლიდის" დამარცხების შემდეგ "სევილიას" ბანაკში საშინელება მოხდა

ალვარო მორატა შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონატში დაბრუნდეს