სენსაციური ინფორმაცია - "ბაიერნის" მწვრთნელად "მილანის" ყოფილი დამრიგებელი ინიშნება

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა "ბილდი" იუწყება, რომ დიდი შანსია, მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი მომდევნო სეზონში "მილანის" ყოფილი დამრიგებელი ვინჩენცო მონტელა გახდეს. 

"რეკორდმაისტერი" აღნიშნულ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ გუნდში მუშაობაზე ჟოზე მოურინიოს ვერ დაითანხმებს.

წყარო წერს იმის შესახებაც, რომ "ალიანს არენადან" ამჟამინდელ დამრიგებელი ნიკო კოვაჩი ბუნდესლიგის მოგების შემთხვევაშიც აიბარგებს. 

მონტელა 2018 წლის ბოლო პერიოდიდან მოყოლებული უმუშევარია. ბოლოს ის ესპანურ "სევილიას" ედგა სათავეში, საიდანაც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს. 

მიუნხენის ბაიერნი ვინჩენცო მონტელა

მსგავსი პოსტები

მიუნხენის "ბაიერნს" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში აეკრძალება

ოფიციალურად: მოურინიო მსოფლიო გრანდს გაწვრთნის

მაურისიო პოჩეტინოს ახალი სამსახური ცნობილია - არგენტინელი მსოფლიო გრანდს ჩაიბარებს