მოულოდნელი ინფორმაცია - გატუზო "მილანიდან" მიდის და კიდევ ერთ გრანდს ჩაიბარებს

Corriere Della sera იუწყება, რომ მომავალი სეზონიდან "რომას" მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო გახდება. 

გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილი ამბავია, რომ სეზონის ბოლოს "მამაცი გული" "მილანს" გამოემშვიდობება. 

გატუზოს უკვე დაუკავშირდა ფრანჩესკო ტოტი, რომელიც მომავალი სეზონიდან "ჯალოროსის" ტექნიკური დირექტორის პოსტს დაიკავებს. 

ჯენაროს გარდა "რომას" მთავარი მწვრთნელობის კანდიდატად ჟოზე მოურინიო და დანიელე დე როსიც სახელდებიან. 

ფრანჩესკო ტოტი რომა მილანი ჯენარო გატუზო

მსგავსი პოსტები

"დედა, შეწყვიტე, 41 წლის ასაკში რა ფოტოებს პოსტავ" - "რომას" ვარსკვლავმა სექსუალურ დედას უსაყვედურა

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება