კრიშტიანო რონალდო: პირობას ვდებ, კარიერას ამ გუნდში დავასრულებ

ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ განაცხადა, რომ მისი სურვილია, კარიერა ლისაბონის "სპორტინგში" დაასრულოს.

"ყველა გუნდის მადლიერი ვარ, სადაც კი მითამაშია. უპირველეს ყოვლისა, ეს "სპორტინგზე" ითქმის, რომელმაც ჩემს კარიერაში გარდამტეხი როლი ითამაშა.

პირობას ვდებ, თუ ამის საშუალება მომეცემა, კარიერას აუცილებლად ლისაბონურ გუნდში დავასრულებ", - აღნიშნა რონალდომ. 

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო "სპორტინგის" აკადემიაში ჯერ კიდევ 1997 წელს ჩაირიცხა, ძირითად გუნდში დებიუტი 2002 წელს ჰქონდა, 2003 წელს კი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგდა. 

რონალდო: თუ ლიგას წელსაც მოვიგებ, ამას აუცილებლად გავაკეთებ

ტურინის იუვენტუსი კრიშტიანო რონალდო ლისაბონის სპორტინგი

მსგავსი პოსტები

კრიშტიანო რონალდოს ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა

"ნაბიჭვარი ხარ და..." - რა უთხრა სიმეონემ გასახდელისკენ მიმავალ რონალდოს

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა