ზღაპრული კონტრაქტი მესის - არგენტინელი "ბარსელონასთან" ახანგლძრივებს

"ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ განაცხადა, რომ კლუბის მიზანია, ლიონელ მესისთან ახალი კონტრაქტი გააფორმონ, რის შემდეგაც არგენტინელი კარიერას "ბლაუგრანაში" დაასრულებს. 

"მესი "ბარსელონასთვის" უფრო მეტია, ვიდრე ფეხბურთელი. ის ამ გუნდთან სამუდამოდაა დაკავშირებული. 

მას პელეს შევადარებდი, რომელიც კარიერის ბოლომდე "სანტოსში" დარჩა. ჩვენი მიზანია, რომ ის კლუბში მას შემდეგაც დარჩეს, რაც კარიერას დაასრულებს. 

აქ ლიონელს ყველა აღმერთებს და ის ყველას ძალიან უყვარს. მასთან 2-წლიანი კონტრაქტი კიდევ გვაქვს და გვინდა, რომ ის გავაგრძელოთ. 

მესის ასაკი არ ეტყობა. ის თამაშს ყოველდღიურად აუმჯობესებს და ყოველ მატჩში რაღაც ახალს გიმტკიცებს", - აღნიშნა ბართომეუმ .

გავრცელებული ინფორმაციით, მესისა და "ბარსელონას" შორის კონტრაქტი სეზონის ბოლოს კიდევ 2 წლით გახანგლძრივდება. 

"მარკა" წერს, რომ მესის ანაზღაურება კიდევ 5 მილიონი ევროთი გაიზრდება. შეგახსენებთ, რომ ის სპონსორების კონტრაქტიდან მიღებულ თანხებით, ხელფასების, ბონუსებს და ფეხბურთელთა შემოსავლების რაოდენობით, წელიწადში 130 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. 

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ლიონელ მესია

ბარსელონა ლიონელ მესი ხოსეპ მარია ბართომეუ

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

უდიდესი სკანდალი - ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის გამარჯვებული უკვე ცნობილია