მარიო ბალოტელი: ამ გუნდში აუცილებლად დავბრუნდები

ცნობილმა იტალიელმა თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ განაცხადა, რომ ერთ დღესაც მანჩესტერ "სიტიში" აუცილებლად დაბრუნდება. 

"კარიერაში ძალიან ბევრი გამოწვევა მიმიღია და თითოეულ ჩემს გუნდში რაღაც ახალი ვისწავლე, თუმცა მანჩესტერ "სიტიში" გატარებული პერიოდი საუკეთესოა. 

კლუბთან ერთად პრემიერ ლიგის გამარჯვებული გავხდი. სტადიონზე სულ სხვა ატმოსფერო იყო და ეს დღემდე მახსოვს. 

იმედი მაქვს, ერთ დღესაც ამ გუნდში აუცილებლად დავბრუნდები, რადგან "სიტი" ჩემს გულშია", - აღნიშნა ბალოტელიმ.

შეგახსენებთ, რომ მარიო ამჟამად "მარსელში" ირიცხება, "სიტის" ღირსებას კი 2010-13 წლებში იცავდა. 

"მათ ერთ დღეს სჭირდები, მეორე დღეს კი არა" - მარიო ბალოტელიმ "მილანის" ფანებზე ისაუბრა

მანჩესტერ სიტი მარიო ბალოტელი მარსელი

მსგავსი პოსტები

"ფულის მონა და ღორი ხარ" - რა ხდებოდა "ჩელსის" გასახდელში "სიტისთან" განადგურების შემდეგ

სრული სიგიჟე - რა დადებული ფსონი გამოიცნო ინგლისელმა ფანმა "სიტისა" და "ტოტენჰემის" მატჩზე

ოფიციალურად: რიბერიმ "ბაიერნი" დატოვა და მისი ახალი გუნდიც ცნობილია