ოფიციალურად: ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკესკირმა "ტობოლთან" კონტრაქტები გაახანგლძრივეს

"ტობოლის" ოფიციალურმა საიტმა იუწყა, რომ კლუბმა ორ ქართველ ფეხბურთელთან - ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკესკირთან კონტრაქტი გაახანგლძრივა. 

ორივე მათგანთან თამაშრომლობა ქალაქ კოსტანაის გუნდმა 2 წლით გააგრძელა. 

საქართველოს ნაკრების კაპიტანი "ტობოლში" 2018 წლის დასაწყისში გადავიდა, რა დროშიც 38 მატჩი ჩაატარა. ის 3 გოლისა და 2 შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა. 

რაც შეეხება კვეკესკირს, ნიკა ყაზახურ გუნდში 2017 წლის ზაფხულში გადაბარგდა. მან ყაზახეთის დამთავრებულ ჩემპიონატში 24 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. 

ნიკა კვეკესკირი ჯაბა კანკავა

მსგავსი პოსტები

ნიკა კვეკესკირი: ის ფაქტი, რომ ხალხი ნელ-ნელა სტადიონზე ბრუნდება ჩვენთვის უდიდესი მოტივაციაა

Sky Sport-მა ერთა ლიგაზე საუკეთესო გოლების გამოკითხვის ათეულში ორი ქართველი შეიყვანა

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ყაზახეთში რჩება - ჯაბა კანკავამ "ტობოლთან" ახალი კონტრაქტი შეათანხმა