მოულოდნელი ამბავი - პეტერ ჩეხი მომავალი სეზონიდან მსოფლიო გრანდს გაწვრთნის

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Sun იუწყება, რომ მომავალი სეზონიდან ლეგენდარული მეკარე პეტერ ჩეხი "ჩელსის" სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს. 

მოგეხსენებათ, ვეტერანი კარის დარაჯი, ამჟამად "არსენალის" ღირსებას იცავს და მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ აქტიურ სპორტულ კარიერას ასრულებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, "არისტოკრატებმა" ჩეხს სამუშაო უკვე შესთავაზეს და მას სამწვრთნელო შტაბში დაასაქმებენ. 

ის "ჩელსის" პირველი გუნდის მწვრთნელის ერთ-ერთი ასისტენტი იქნება, ან ლონდონელთა ახალგაზრდულ გუნდს ჩაიბარებს. 

ლონდონის არსენალი ლონდონის ჩელსი პეტერ ჩეხი

მსგავსი პოსტები

"ჩელსის" მეკარე გასახდელში სცემეს - რა მოხდა "სიტისთან" თამაშის შემდეგ

"ფულის მონა და ღორი ხარ" - რა ხდებოდა "ჩელსის" გასახდელში "სიტისთან" განადგურების შემდეგ

აზარმა ყველა გააოცა - ის მსოფლიო გრანდში მიდის, მაგრამ არა "რეალში"