"სიამოვნებით ჩავალ საქართველოში" - რუსეთის ნაკრებში მოასპარეზე გიორგი ჯიქია ევრო 2020-ის შესარჩევ ჯგუფში საქართველოსთან ერთად მოხვედრაზე თანახმაა

ftbl.ru-მ მოსკოვის "სპარტაკის" წარმოშობით ქართველი მცველის გიორგი ჯიქიას ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც რუსეთის ნაკრებში ასპარეზობს.

როგორც იცით, შესაძლოა, რუსეთი და საქართველო ევრო 2020-ის შესარჩევ ეტაპზე ერთ ჯგუფში მოხვდნენ. 

ჩვენ ყურადღებას ინტერვიუს სწორედ ამ ეტაპზე გავამახვილებთ. 

-ევრო 2020 წლის შესარჩევი ეტაპის წილისყრა ახლოვდება, ვის ისურვებდით ჯგუფში?

-ნებისმიერ შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლაზე ვიფიქრებთ. ამ ეტაპზე არ შემიძლია დაგისახელოთ გუნდი, რომელსაც ჯგუფში ვისურვებდი. 

- შესაძლოა, საქართველო?

-რატომაც არა?! სიამოვნებით ჩავალ საქართველოში და ვუმასპინძლებთ ქართველებს აქ. 

-თქვენ მოსკოვში გაიზარდეთ. საქართველოში თუ ხართ ნამყოფი?

-დიახ, ვიყავი. ბოლო 2 წელიწადში, როდესაც თავისუფალი 3-4 დღე მქონდა, საქართველოში მივფვრინავდი. 

-რა იყო თქვენი ვიზიტის მიზანი?

-ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოში ნათესავები მყავს. ჩემი ნათესავები ვნახე და მათ დიდი სიყვარული გამოიჩინეს. 

მათთან 4-5 შესანიშნავი დღეს გავატარე.

საქართველოს ნაკრები გიორგი ჯიქია

მსგავსი პოსტები

რუსული პრესა: საქართველოს ნაკრები გზაზე ყველას ანადგურებს და მათ "ახალგაზრდა მაესტრო" გიორგი ჩაკვეტაძე ჰყავთ

შვეიცარიელი ფანების საშინელი საქციელი "დინამო არენაზე" [PHOTO]

სიმაყე, სიგიჟე და ნათელი მომავალი - რუსული პრესა საქართველოს ნაკრებითა და ვლადიმერ ვაისით აღფრთოვანებულია